“საბურთალომ” “სიონი” კოხრეიძის დუბლით დაამარცხა (ვიდეო)
დღეს ეროვნული ლიგის მეორე წრემ აიღო სტარტი. მეათე ტურის პირველი მატჩი “მიხეილ მესხი 2”-ზე ბოლნისის “სიონსა” და თბილისის “საბურთალოს” შორის გაიმართა.
შეხვედრის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყდა. 33-ე და 39-ე წუთებზე გიორგი კოხრეიძემ ბოლნისელთა კარი ორჯერ აიღო. პირველ შემთხვევაში ახლაგაზრდა თავდამსხმელს ასისტენტობა გიორგი რეხვიაშვილმა გაუწია, ხოლო შემდეგ კი, ამავე როლში თორნიკე გორგიაშვილი მოგვევლინა. საბოლოოდ, გათამაშების ლიდერმა ანგარიშით, 2-0 იმარჯვა.
ამ მარცხის შემდეგ “სიონმა” ზედიზედ მეოთხედ წააგო და ახლა შვიდი ქულით ცხრილში მერვეა. ხოლო, დედაქალაქურ გუნდს 24 ქულა აქვს და პირველ ადგილზეა. ის მეორეადგილოსან “დინამოს” ხუთი ქულით უსწრებს, თუმცა ამ უკანასკნელს მეათე ტურის მატჩი არ ჩაუტარებია – იგი ხვალ “რუსთავს” შეერკინება.
Eliga.Ge-ს ფოტო (დარედაქტირებული)