ზედიზედ მესამე ვერმოგებული მატჩი: კანკავას “ტობოლი” ბოლოადგილოსანთან განადგურდა
დღეს ყაზახეთის ჩემპიონატის მერვე ტურის მატჩები გაიმართა. ერთ-ერთ მათგანში “ტობოლმა” “კაისარი” მიიღო.
თამაში სტუმართა უპირატესობით წარიმართა და მათივე დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით, 3-0 დამთავრდა. “ტობოლის” შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშა საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, ჯაბა კანკავამ. გეტყვით, რომ ქართველის გუნდი უკვე მესამე მატჩია ვერ იგებს, ასევე, ზედიზედ მეორედ მარცხდება.
“ტობოლი” 13 ქულით მეხუთე ადგილზეა, ხოლო “კაისარს” აქამდე სამად სამი ქულა ჰქონდა, შესაბამისად ახლა ექვსით – ბოლოა.