ლევანდოვსკიმ ჰაინკესს ხელი არ ჩამოართვა (ვიდეო)
5 მაისს, გერმანიის ბუნდესლიგაში მიუნხენის “ბაიერნი” “კიოლნს” ესტუმრა და მეტოქე 3:1 დაამარცხა. 77-ე წუთზე, ჰაინკესმა შეხვედრაში ერთ-ერთი გოლის ავტორი, რობერტ ლევანდოვსკის შეცვალა. პოლონელმა ფეხბურთელმა მოედნიდან გასვლის შემდეგ მთავარი მწვრთნელი არ შეიმჩნია, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
ჰაინკესს მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ამ ინციდენტთან დაკავშირებით შეკითხვაც დაუსვეს.
“პირადი გამოცდილებიდან ვიცი, რომ ჩვენ, თავდამსხმელები ეგოისტები ვართ, რადგან შედეგიანობაზე ვფიქრობთ. მე და ლევანდოვსკიმ ამ ინციდენტზე უკვე ვისაუბრეთ და ერთმანეტს გავუგეთ. მე ბოსი ვარ. არასოდეს მსიამოვნებს თავდამსხმელის შეცვლა. მას ჩემპიონატში 30 გოლის გატანა სურს, თუმცა როგორც უკვე გითხარით, ჩვენ უკვე ვისაუბრეთ და ყველაფერი დავივიწყეთ”, – ციტირებს ჰაინკესის სიტყვებს Goal.Com.
? Lewandowski es sustituido en el #Bayern, Heynckes va a saludarle… pero el delantero polaco ni mira a su entrenador. pic.twitter.com/tg7MS0bgsH
— Onda Fútbol (@OndaFutbolOC) May 5, 2018