სფფ-ის გადაწყვეტილება: “დილა” და “დინამო” დაისაჯნენ
8 მაისს გაიმართა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და საფეხბურთო დავების განხმილველი კომიტეტის სხდომა.
სხვა საკითხებთან ერთად, კომიტეტის წევრებმა განიხილეს ეროვნული ლიგის მე-9 ტურში გორის „დილასა“ და თბილისის „დინამოს“ მატჩისშემდგომ სტადიონზე მომხდარი ინციდენტი.
ოფიციალური პირების მოხსენებითი ბარათებისა და ინციდენტის ამსახველი ვიდეო-მასალის გაცნობის შემდეგ კომიტეტმა მონაწილე კლუბების წარმომადგენლებსაც მოუსმინეს და საბოლოოდ ასეთი გადაწყვეტილებები გამოიტანეს: თბილისის „დინამო“ ფანების მიერ ტრიბუნის დაზიანების გამო დაისაჯა 3000 ლარით, ერთი საშინაო მატჩის უმაყურებლოდ გამართვითა და სეზონის ბოლომდე პირობითი დისკვალიფიკაციით. „დინამოს“ მთავარი მწვრთნელის ასისტენტი ოთარ გაგნიძე გულშემატკივრების სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის – 2 მატჩით და 500 ლარით; ხოლო მასპინძელი კლუბი „დილა“ – 800 ლარით
Gff.Ge