კიევს ფული მოუნდა: სასტუმროს გაუქმებული ჯავშნები და 80-ჯერ მაღალი ფასები
ჩემპიონთა ლიგის ფინალი 26 მაისს, კიევში გაიმართება. “ლივერპულისა” და “რეალის” გულშემატკივრებს, შესაძლოა, ამ მატჩზე დასწრებაში გარკვეულმა ბარიერებმა შეუშალონ ხელი.
საქმე იმაშია, რომ უკრაინის დედაქალაქის სასტუმროების ნაწილმა თავიანთ კლიენტებს ის ჯავშნები გაუუქმათ, რომლებითაც მათ 25-27 მაისის ინტერვალში ოთახები უნდა დაეკავებინათ. ამის მიზეზად ზოგიერთმა მათგანმა წყლისა და ელექტროენერგიის არქონა დაასახელა და მოუბოდიშა უკვე ყოფილ კლიენტებს. ერთმა ისიც მისწერა ხალხს, რომ მათ კომპიუტერებში ვირუსი გავრცელდა, რამაც გამოიწვია ჯავშნების გაუქმება. ამ ეშმაკურ ნაბიჯს ფარდა მაშინ აეხადა, როცა აღნიშნულმა სასტუმროებმა თავიანთ, უკვე თავისუფალ ნომრებზე ფასი, დაახლოებით, 80-ჯერ გაზარდეს. მაგალითად, თუ რამდენიმე დღის წინ ჰოსტელში ოთახი 16 ევრო ღირდა, ახლა მისი ფასი 1300 ევროს შეადგენს. ხოლო, სამვარსკვლავიან სასტუმრში ადრე 77 ევროს ღირებულების მქონე ნომერი, ახლა მინიმუმ 4181 ევროდ შეგიძლიათ იქირაოთ.
“ლივერპულის” ერთ-ერთი ფანი იმასაც კი წერს, რომ ორი თვით ადრე, სანამ თავისი გუნდი გავიდოდა ფინალში, დაჯავშნა ნომერი. მას ისე გაუუქმდა ჯავშანი, რომ არანაირი ახსნა-განმარტების შემცველი შეტყობინება არ მიუღია.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალი შაბათს, 26 მაისს, თბილისის დროით 22:45 წუთზე აიღებს სტარტს.