კონტე: “გადაწყვეტილებას სეზონის დასრულების შემდეგ მივიღებ”
ანტონიო კონტემ, შესაძლოა სეზონის ბოლოს ლონდონის “ჩელსი” დატოვოს. ამის შესახებ ბევრი გამოცემა წერს და მიზეზად ამ სეზონში “ლურჯების” წარუმატებლობას (როგორც პრემიერ ლიგაში, ასევე ჩემპიონთა ლიგაზე) ასახელებს.
აღნიშნულ საკითხზე თავად მწვრთნელმა ისაუბრა.
“მხოლოდ აწმყოზე ვარ ფოკუსირებული. ახლა სხვა რამის დრო არცაა. ჩემს მოვალეობას ვასრულებ. სეზონის დამთავრებამდე ორი კვირა დარჩა. შესაბამისად, მხოლოდ ამის შემდეგ გადავწყვეტ და გულშემატკივარიც მაშინ გაიგებს, დავტოვებ თუ არა “ჩელსის”,” – ამბობს იტალიელი.
შეგახსენებთ, რომ კონტემ ინგლისური კლუბი 2016 წელს ჩაიბარა და შარშან გუნდს პრემიერ ლიგა მოაგებინა.