გატუზო: “დონარუმას საკითხი კლუბის გადასაწყვეტია”
იტალიელმა ჟურნალისტებმა “მილანის” მთავარ მწვრთნელ ჯენარო გატუზოს ჰკითხეს, თუ რა ბედი ელის გუნდის კიპერ ჯანლუიჯი დონარუმას, რომელმაც იტალიის თასის ფინალურ მატჩში (0:4) ორი უხეში შეცდომა დაუშვა, რასაც მის კარში გაშვებული გოლები მოჰყვა.
“ამ დროისთვის დონარუმა “მილანის” მეკარეა, დანარჩენი კითხვები კი კლუბის ხელმძღვანელობას უნდა დაუსვათ. მე მწვრთნელი ვარ და ჩემს განკარგულებაში მყოფი ფეხბურთელების გაწვრთნა მევალება. ჩემი აზრით, დონარუმა მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მეკარეა. დონარუმას საკითხი კლუბის გადასაწყვეტია”, – აღნიშნა გატუზომ “რაი სპორტის” ეთერში.
პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ჯანლუიჯი დონარუმათი დაინტერესებულია “პარი სენ-ჟერმენი”, რომელიც 19 წლის კიპერის სანაცვლოდ “მილანს” 60 მილიონ ევროს სთავაზობს.
შეგახსენებთ, რომ ჯანლუიჯი დონარუმა “მილანის” ღისებას 2015 წლიდან იცავს. მან ამ დროის განმავლობაში “როსონერის” რიგებში 51 მატჩი ჩაატარა და 53 გოლი გაუშვა.