WordPress-ის მონაცემთა ბაზის შეცდომა: [Query execution was interrupted (max_statement_time exceeded)]
SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS wp_posts.ID FROM wp_posts LEFT JOIN wp_term_relationships ON (wp_posts.ID = wp_term_relationships.object_id) WHERE 1=1 AND wp_posts.ID NOT IN (361401) AND ( wp_term_relationships.term_taxonomy_id IN (3,4,5,6,7,8,9,10,12,13,14,15,16,17,18,19,21,22,23,24,25,26,27,28,29,30,31,32,36,37,38,40,50,51,56,57,201,4225,6390,2415,10283,13906,14078,14273,14274,14275,14276,14277,20082,24857,28151,28152,28159,28160,28161,28164,28165,28166,28167,28168,28219,28621) ) AND wp_posts.post_type = 'post' AND ((wp_posts.post_status = 'publish')) GROUP BY wp_posts.ID ORDER BY wp_posts.post_date DESC LIMIT 0, 15

ეროვნული ლიგის მეთერთმეტე ტური: პრევიუ

თარიღი: მაისი 11, 2018

დღეს სტარტს აიღებს ეროვნული ლიგის მეტერთმეტე ტური. Fanebi.Com-ი მის პრევიუს გთავაზობთ.

თბილისის “საბურთალო” – ფოთის “კოლხეთი”

დასაწყისი: 11 მაისი, 20:30

“მიხეილ მესხზე” ერთმანეთს “საბურთალო” და “კოლხეთი” დაუპირისპირდებიან. დედაქალაქურმა გუნდმა ზედიზედ ორი შეხვედრა მოიგო და ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს. მას 24 ქულა აქვს და “დინამოს” ორი ქულით უსწრებს. რაც შეეხება “კოლხეთს”, მათ ბოლო ორი მატჩი ფრედ ითამაშეს. ახლა “კოლხეთი” ცხრა ქულით მეშვიდეა. მას “სამტრედია” და “სიონი” მოსდევენ 7-7 ქულით.

ბოლნისის “სიონი” – სამტრედიის “სამტრედია”

დასაწყისი: 12 მაისი, 15:00

უკვე შაბათ დღეს “სიონი” “სამტრედიას” “მიხეილ მესხი 2”-ზე მიიღებს. ბოლნისლები საშინელ ფორმაში არიან. მათ უკანასკნელი ოთხი მატჩი წააგეს და ახლა შვიდი ქულით მეათე ადგილზე იმყოფებიან. რაც შეეხება “სამტრედიას”, ამ გუნდმა წინა ტურში ბოლოადგილოსან “ლოკომოტივთან” ფრე გააგორა და, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მერვე ადგილზე იმყოფება.

საჩხერის “ჩიხურა” – გორის “დილა”

დასაწყისი: 12 მაისი, 17:00

ივანწმინდაში, “ცენტრალურ სტადიონზე” “ჩიხურა” “დილას” დაუპირისპირდება. სამსონ ფრუიძის შეგირდები ბოლოს “კოლხეთს” ეთამაშნენ და ფრე, 2-2 დააფიქსირეს. თუმცა, მანამდე მათ ორი მატჩი მოიგეს. ახლა იმერული კლუბი 19 ქულით მესამეა. “დილამ” ზედიზედ ორი დაპირისპირება დაასრულა ანგარიშით, 1:1 (“დინამოსა” და “ტორპედოსთან”) და ახლა 17 ქულით მეოთხეა.

ქუთაისის “ტორპედო” – რუსთავის “რუსთავი”

დასაწყისი: 12 მაისი, 20:30

ქუთაისში, “რამაზ შენგელიაზე” “ტორპედო” “რუსთავს” დაუპირისპირდება. მასპინძლებზე უკვე ვთქვით, რომ “დილასთან” ვერ იმარჯვეს. ახლა მათ 14 ქულა აქვთ და მეხუთე ადგილს იკავებენ. “რუსთავსაც”, ბოლო ტურში “დინამოსთან” წაგების შემდეგ, ამდენივე ქულა აქვს და ბურთების უარესი შეფარდების გამო, “ტორპედოს” ერთი პოზიციით ჩამორჩება.

თბილისის “დინამო” – თბილისის “ლოკომოტივი”

დასაწყისი: 13 მაისი, 16:00

ტურის ცენტრალური შეხვედრა თბილისური დერბია, რომელიც კვირას, “დინამო არენაზე” შედგება. მასპინძლებმა ბოლოს 15 აპრილს წააგეს, როცა მათი მეტოქე ასევე დედაქალაქური გუნდი, ლიდერი “საბურთალო” იყო. მას შემდეგ კახა კაჭარავას შეგირდებმა სამი შეხვედრა მოიგეს და ერთი ფრეც ითამაშეს. “დინამო” 22 ქულით მეორე ადგილზეა. რადიკალურად სხვა სიტუაციაშია “ლოკომოტივი”,  რომელმაც ბოლოს ოთხ აპრილს უკვე ნახსენებ “საბურთალოსთან” მოიგო. მას შემდეგ ხუთი ტური გავიდა – ოთხი წაგება, ერთი ფრე. ახლა “რკინიგზელები” ხუთი ქულით ბოლო პოზიციას იკავებენ.



მსგავსი სიახლეები