C ლიცენზია: მეორე მოდული სასწავლო კურსი “ბასაზე” მიმდინარეობს (ფოტოები)
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ უეფას მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის კურსის მეორე მოდულის სწავლება მიმდინარეობს. მოდულის მთავარი თემა 9-12 წლამდე ბავშვების ინდივიდუალური და ჯგუფური სავარჯიშოებია. მომავალი მწვრთნელები აღნიშნულ საკითხს როგორ თეორიული, ისე პრაქტიკული მეცადინეობებით შეისწავლიან.
მეორე მოდულის ფარგლებში კურსის მონაწილეებმა პირველადი დახმარების, თამაშის წესების, უსაფრთხოებისა და მედიასთან ურთიერთობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.
შეგახსენებთ, რომ C ლიცენზიის მიმდინარე კურსი განახლებული ფორმატით მიმდინარეობს. გარდამავალ ეტაპზე კურსი ორი მოდულისგან შედგება. საბოლოოდ კი C ლიცენზიის კურსი ოთხმოდულიანი გახდება და უეფას მწვრთნელთა განათლების კონვენციასთან სრულ შესაბამისობაში იქნება.
ამ ეტაპზე, კურსზე 25 ლიცენზიის მაძიებელი ირიცხება. C ლიცენზიის კურსი მწვრთნელთა განათლების პროგრამის პირველი საფეხურია, რის შემდეგაც 1 წლის სამუშაო სტაჟის მქონე მწვრთნელებს საშუალება ექნებათ უეფას მწვრთნელთა განათლების B ლიცენზიის კურსზე გააკეთონ განაცხადი.
Gff.Ge