უნაი ემერი: “მინდა, “არსენალი” მსოფლიოს საუკეთესო კლუბი გახდეს!”
ლონდონის “არსენალის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნის შემდეგ, უნაი ემერიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“ჩვენი მიზანია, ევროპაში საუკეთესო კლუბებს შორის ვიყოთ, მოვიგოთ ტიტულები და ევროპული ელიტის ნაწილად ვიქცეთ. ასევე, მსურს, ჩვენმა გულშემატკივრებმა გუნდის მიღწევებით იამაყონ. ვიცი, ისინი უკვე ამაყნი არიან, თუმცა მე მათი მეტად გახარება მსურს. მჯერა იმ ფეხბურთელების, რომლებიც ახლა ჩემს გვერდში არიან. აუცილებელია, დიდი მუშაობის გაწევა. ორი წელია, გუნდი ჩემპიონთა ლიგის მიღმა რჩება. სწორედ ამიტომ, ეს ნაბიჯები უმნიშვნელოვანესია; ასევე, იმიტომ, რომ მინდა, “არსენალი” მსოფლიოს საუკეთესო გუნდი იყოს.”
“არცერთი ტიტული არაა უმნიშვნელო. ვფიქრობ, ნებისმიერი მათგანის მოგების კანდიდატად ყოფნა შეგვიძლია. ვერ დაგპირდებით, ყველაფერს უცებ მოვიგებთთქო, თუმცა გპირდებით, რომ ერთად ბევრს ვიმუშავებთ წარმატებისთვის. ჩვენ ერთმანეთს გადავცემთ ემოცებს და კონკრეტული მიზნებისთვის ვიბრძოლებთ,” – აცხადებს უნაი ემერი.