ვენგერი: “რეალსა” და ინგლისის ნაკრებს რამდენიმეჯერ ვუთხარი უარი”
ლონდონის “არსენალის” ლეგენდა, არსენ ვენგერი აცხადებს, რომ 22-წლიანი ლონდონური კარიერის მანძილზე რამდენჯერმე მიიღო შეთავაზება მადრიდის “რეალისა” და ინგლისის ნაკრების მესვეურებისაგან.
“როდესაც სტადიონს ვაშენებდით (2006), კლუბმა მთხოვა, რომ მომდევნო ხუთი წლის მანძილზე დანახარჯები შემემცირებინა. სწორედ იმ ხუთწლიან პერიოდში დამიკავშირდა პირველად “რეალი”, თუმცა ვიფიქრე, რომ წასვლა ჩემი მხრიდან ღალატის ტოლფასი იქნებოდა.
მგონი, ორჯერ თუ სამჯერ ვუთხარი “რეალს” უარი. ეს ჩემი ერთ-ერთი საყვარელი კლუბია, თანაც ბავშვობიდან, მაგრამ ვგრძნობდი, რომ მაშინ “არსენალს” უფრო ვჭირდებოდი. “რეალი” კლუბზე სრულ კონტროლს მპირდებოდა.
ინგლისიდანაც მქონდე შეთავაზებები, მაგრამ ჩემთვის იმ დროს ყოველდღიურად მუშაობა მნიშვნელოვანი იყო და ამიტომაც ვერ შევძელი ნაკრებში წასვლა,” – აცხადებს ფრანგი სპეციალისტი.