რა და რატომ ისროლეს გულშემატკივრებმა ტოჩინოშინი – ჰაკუკოს შეხვედრის დასრულების შემდეგ?
24 მაისს, ნაცუ ბაშოს მე-12 დღეს ქართველმა სუმოისტმა, ტოჩინოშინმა ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო სუმოისტი, იუკუძუნა ჰაკუჰო დაამარცხა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, დარბაზში მყოფმა გულშემატკივრებმა დოჰიოს მიმართულებით ბალიშები (ძაბუტონი) ისროლეს. მსგავსი რამ რამდენიმე შემთხვევაში, შეიძლება, მოხდეს – როცა გულშემატკივრები რაიმეზე გაბრაზებულები არიან ან რომელიმე უმაღლესი წოდების სუმოისტი მასზე დაბალი რანგის მოწინააღმდეგესთან დამარცხდება.
ტოჩინოშინი-ჰაკუკოს შეხვედრაში უმაღლესი რანგის სუმოისტი – იოკუძუნა ჰაკუჰო მასზე ორი რანგით დაბალ სუმოისტ სეკივაკე ტოჩინოშინთან დამარცხდა. ამ შემთხვევაში გულშემატკივრებმა ბალიშები, რომლებზეც თავად ისხდნენ, დოჰიოს მიმართულებით სწორედ ამის აღსანიშნავად ისროლეს. ხშირ შემთხვევაში ნასროლი ბალიში დოჰიომდე ვერ აღწევს და ის რომელიმე მაყურებელს ხვდება.
იხილეთ ვიდეო
Top Bout: Tochinoshin (Sekiwake/12-0) beat Hakuho (Yokozuna/10-2). pic.twitter.com/OkNo7F4gIP
— Ryan Jevins (@jevo147) May 24, 2018