15- და 16-წლამდე ნაკრებებმა სტუმრად ამხანაგური შეხვედრები ჩაატარეს
საქართველოს 15- და 16-წლამდე ნაკრებებმა ამხანაგური მატჩები ჩაატარეს სტუმრად და ორივე გუნდმა ფრედ ითამაშა. ერევანში 16-წლამდელებისა და სომხეთის ნაკრების შეხვედრა 1:1 დასრულდა, ლუქსემბურგში კი ერთი წლით პატარებმა 2:2 ითამაშეს მასპინძლებთან.
ზვიად ჯელაძის 16-წლამდელთაგან ერთადერთი გოლი თორნიკე მორჩილაძემ გაიტანა, შემადგენლობა კი ასეთი იყო:
კაპანაძე, დევდარიანი, ხვადაგიანი, ლატარია, მამაცაშვილი, ოსიყმაშვილი, აზაროვი, სიჭინავა, მორჩილაძე, ჯინჯოლავა, ლაცაბიძე.
შეცვლაზე შევიდნენ: კვარაცხელია, ერაძე, მირზიკაშვილი, ტორონჯაძე, ღირდალაძე, ბეზერაშვილი.
რაც შეეხება ლუქსემბურგი-საქართველოს 15-წლამდე ნაკრებთა მატჩს, გოლებით ირაკლი კვაშილავა და ლუკა გაგნიძე გამოირჩნენ.
მწვრთნელმა გიორგი ჩიტაურმა კი ასეთი შემადგენლობა დააყენა:
ასათიანი, ვაზაგაშვილი, ფერცულიანი, კვაშილავა, ზოსიაშვილი, გულიაშვილი, სიხარულაშვილი, სიჭინავა, ჩხეტიანი, მამაგეიშვილი, დეისაძე.
შეცვლაზე შევიდნენ: მეხტიევი, გაგნიძე, ონიანი, თელია.
Gff.Ge