იურგენ კლოპის პრესკონფერენცია ფინალის წინ
ჩემპიონთა ლიგის ფინალში ერთმანეთს მადრიდის “რეალი” და მერსესაიდის “ლივერპული” დაუპირისპირდებიან. გუნდები უკვე უკრაინის დედაქალაქ კეივში იმყოფებიან.
“ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა.
“თუ ხალხი ფიქრობს, რომ ზიდანს არ აქვს ცოდნა, მაშინ, ზოგი იმავეს ჩემზეც იტყვის. ხოლო, სასაცილოა, თუ ვიტყვით, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ორი ისეთი მწვრთნელია, რომლებმაც ტაქტიკაზე არაფერი იციან. ზიდანი იყო მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელთა ხუთეულში. ხოლო, რაც მე “ლივერპულში” მოვედი, ის ყველა წელს გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში და ამ ტიტულის მოგება სწორედ ამდენჯერ შეუძლია. ნუ დაგავიწყდებათ, რომ აქამდე ასეთი რამ არავის გაუკეთებია. უდავოა, რომ ის ძალიან წარმატებული მწვრთნელია. ჰყავს ფეხბურთელები, რომლებიც ისე მუშაობენ, როგორც შვეიცარიული საათი. მეტოქე გუნდის მატჩები ბევრჯერ ვნახე და ისინი ფანტასტიკურ ფეხბურთს თამაშობენ. როცა საჭიროა, ორგანიზებულია გადაადგილება, ხოლო, როცა ქაოსია საჭირო, ამასაც მშვენივრად აკეთებენ “რეალის” მოთამაშეები.”
“დიახ, ისინი მსოფლიოს კლასის ფეხბურთელები არიან, თუმცა ეს ფეხბურთია და სხვასაც აქვს შანსი, მათ აჯობოს. ზიდანი იყო მებრძოლი. ეს მას თავიდანვე, “მარსელში” თამაშის დროს ეტყობოდა. დავინახე მისი სახე, როცა ჰკითხეს, იყო თუ არა მშიერი და ტიტულს მოწყურებული. ის ძალიან გაბრაზდა. გვაქვს განსხვავებული ცხოვრება და ის უნდა ვაკეთოთ, რისთვისაც გვიხდიან. ჩემპიონთა ლიგის ფინალში 2013 წელსაც ვიყავი, თუმცა ახლა სხვა სიტუაციაა. ჩემპიონთა ლიგის ფინალი, ზოგადად, ძალიან დიდი რამაა. განსაკუთრებული მომზადება და მუშაობაა საჭირო. მწვრთნელზე ამ პერიოდში ბევრი რამაა დამოკიდებული. თუმცა, მთავარია იყო ძლიერი, თავდაჯერებული, მშვიდი.”
“ახლა უფრო ძლიერნი და სრულყოფილნი ვართ, ვიდრე ცოტა ხნის წინ. ტრავმირებული ფეხბურთელები დაბრუნდნენ. არ შევადარებ მეტოქეს ჩვენს თავს. უბრალოდ ვიტყვი, რომ რა შესაძლებლობებიც აქვს გუნდს, იმის მაქსიმალურად გამოყენების საშუალება არის. ნებისმიერი გამოწვევისთვის მზად უნდა ვიყოთ. ძალინ კარგად ვგრძნობთ თავს და ვაცნობიერებთ ამოცანის სირთულეს. შესაძლოა, აქამდე რამდენიმე კლუბი ჩვენზე უკეთესი იყო, მაგრამ მთავარია, ვინაა ფინალში. აქ ჩვენი გზით მოვედით და ჩვენივე სტილით ვითამაშებთ ისევ,” – ამბობს კლოპი.