მოჰამედ სალაჰი მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშს შეძლებს
“ლივერპულისა” და ეგვიპტის ნაკრების თავდამსხმელი მოჰამედ სალაჰი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩში ტრავმა მიიღო, მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშს შეძლებს.
თავდაპირველად ეგვიპტელი ფეხბურთელის დაზიანებას სერიოზულად აფასებდნენ და ზოგიერთ გამოცემაში დაიწერა კიდეც, რომ სალაჰს მსოფლიო პირველობის გამოტოვება მოუწევდა, თუმცა ეგვიპტის ფეხბურთის ფედერაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მატი ნაკრების ლიდერი მუნდიალზე ითამაშებს.
როგორც გაირკვა, მოჰამედ სალაჰს მხრის სახსრის იოგები გაეჭიმა და მსოფლისო ჩემპიონატზე მისი თამაშის ალბათობა საკმაოდ მაღალია.
მოჰამედ სალაჰმა გასულ სეზონშუ ყველა ტურნირზე ერთად 52 მატჩი ჩაატარა და 44 გოლი გაიტანა. ის ინგლისის პრემიერლიგის ბომბარდირი და სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.
შეგახსენებთ, რომ ეგვიპტელები მუნდიალის ჯგუფურ ეტაპზე რუსების, საუდის არაბებისა და ურუგვაელების წინააღმდეგ ითამაშებენ.