გარეტ ბეილი:”ჩემი მომავალი აგენტთან ერთად უნდა განვიხილო”
მადრიდის “რეალის” უელსელმა ლიდერმა, გარეტ ბეილმა, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ფინალის გმირად დასახელდა, პრესასთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ უთამაშებლობით უკმაყოფილოა.
“რა თქმა უნდა, ძალიან იმედგაცრუებული ვიყავი, თამაში სასტარტოდან რომ არ დავიწყე. ვთვლიდი, რომ ამას ვისმახურებდი, თუმცა გადაწყვეტილებას, როგორც ყოველთვის, მწვრთნელი იღებს. საუკეთესო გავაკეთე, რაც შემეძლო.
ეს, ალბათ, საუკეთესო გოლი უნდა იყოს ჩემპიონთა ლიგის ფინალში, უფრო დიდი დონე არ არსებობს. ფეხბურთი გუნდური თამაშია და ბედნიერი ვარ, რომ გავიმარჯვეთ. თამაშზე დიდი გავლენა ვიქონიე.
რაც შეეხება მომავალს, ჩემს აგენტთან ერთად უნდა განვიხილო ყველა შესაძლო ვარიანტი,” – აცხადებს უელსელი ფეხბურთელი.