WordPress-ის მონაცემთა ბაზის შეცდომა: [Query execution was interrupted (max_statement_time exceeded)]
SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS wp_posts.ID FROM wp_posts LEFT JOIN wp_term_relationships ON (wp_posts.ID = wp_term_relationships.object_id) WHERE 1=1 AND wp_posts.ID NOT IN (362872) AND ( wp_term_relationships.term_taxonomy_id IN (23,24,25,26,27,28,29,4225,14078) ) AND wp_posts.post_type = 'post' AND ((wp_posts.post_status = 'publish')) GROUP BY wp_posts.ID ORDER BY wp_posts.post_date DESC LIMIT 0, 15

“ინტერის” პრეზიდენტი: “იკარდის კონტრაქტის გამოსასყიდმა თანხამ შესაძლოა, 400 მილიონი შეადგინოს”

თარიღი: მაისი 28, 2018

მილანის “ინტერის” პრეზიდენტმა ერიკ თოჰირმა გუნდის ლიდერის, მაურო იკარდის კონტრაქტის გამოსასყიდი სავარაუდო თანხა დაასახელა.

“იკარდის კონტრაქტის გამოსასყიდი თანხა უცხოური კლუბებისთვის 110 მილიონი ევროა. იტალიური კლუბებისთვის ეს თანხა ბევრად მეტია: “ინტერმა” მაურო იკარდის სანაცვლოდ იტალიურ კლუბებს შესაძლოა, 200, 300 ან 400 მილიონი ევრო მოსთხოვოს”, – ციტირებს თოჰირის სიტყვებს Top Skor-ი.

მაურო იკარდიმ გასულ სეზონში ყველა ტურნირზე ერთად 39 მატჩი ჩაატარა და 29 გოლი გაიტანა. არგენტინელი ფეხბურთელით მადრიდის “რეალი” და ლონდონის “ჩელსი” არიან დაინტერესებულნი.



მსგავსი სიახლეები