“რეალ ბეტისს” ბორხა მაიორალი სურს და “რეალს” თანხაც შესთავაზა
მადრიდის “რეალის” თავდამსხმელი, ბორხა მაიორალი ამ სეზონში სათამაშო პრაქტიკის ნალებობას განიცდიდა. მისი მეტოქეები კარიმ ბენზემა და კრიშტიანუ რონალდუ იყვნენ. სწორედ ამიტომ, თავად ესპანელმა გადაწყვიტა, რომ “ბლანკოსი” დროებით დატოვოს.
როგორც პირენეული პრესა წერს, შემტევის ყიდვა “რეალ ბეტისს” აქვს განძრახული. კლუბის ხელმძღვანელობა უკვე დაუკავშირდა ფლორენტინო პერესს და მას ათი მილიონი ევრო შესთავაზა. როგორც ნახსენები წყარო იტყობინება, “თეთრების” მესვეურებს გამოსყიდვის უფლების დატოვება სურთ. მაგრამ ისინი მაიორალის დაბრუნებას ათ მილიონზე, მხოლოდ, უფრო მაღალ ფასში მოახერხებენ. გამომდინარე იქედან, რომ ბორხას ლა ლიგაში მოუწევს თამაში, ეს ვარიანტი მას, წესით, უნდა აწყობდეს.
21 წლის თავდამსხმელმა უკანასკნელ სეზონში შვიდ გოლს და სამ საგოლე გადაცემას მოუყარა თავი. იგი 2016/2017 წლებში “ვოლფსბურგში” იყო განათხოვრებული და ბუნდესლიგის 19 მატჩში მხოლოდ ორი გოლი შეაგდო.