20წ | ბრძოლა ბოლო წუთამდე

თარიღი: მაისი 30, 2018

უმცროსმა ბორჯღალოსნებმა მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის პირველ მატჩში, მრისხანე სამხრეთ აფრიკას 3 ლელო გაუტანა და ჯამში 27 ქულა მოაგროვა, თუმცა ეს სენსაციური გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა – 27:33.

 

მიუხედავად ამისა, უკვე ხვალ მსოფლიო კიდევ ერთხელ ალაპარაკდება ქართულ სარაგბო გენზე, რადგან ასეთ შედეგს ქართველი 20-წლამდელებისგან თითქმის არავინ ელოდა. თუმცა მათ დაამტკიცეს, რომ ქართული რაგბი აღმავლობის გზაზე დგას და ბორჯღალოსნებს ღირსეული ცვლა ეზრდებათ.

 

წმინდა სატურნირო თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, უმცროსმა ბორჯღალოსნებმა აიღეს ბონუს ქულა და ის ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, შესაძლოა ბევრი რამის გადამწყვეტი აღმოჩნდეს.

 

საწყისი წუთების მღელვარების გამო, დაახლოებით 10 წუთი ბურთზე კონტროლის დამყარება გაგვიჭირდა, თითქმის მთელი დრო დაცვაში გავატარეთ და აფრიკელებმა ლელოთი ანგარიში გახსნეს. უმცროსი ბორჯღალოსნების პასუხმა არ დააგვიანა და ლაშა ლომიძემ საკუთარი დაწყებული იერიში ლელოთი დაასრულა. მან მეტოქე ცრუმოძრაობაზე დაიჭირა, ცენტრალურ ხაზთან უპირატესობა შექმნა და ბურთი სანდრო სვანიძეს გაატანა, რომელმაც თითქმის 40 მეტრი ირბინა. 5-მეტრიან წყვეტილთან საქმეში მორკინალები ჩაერთვნენ, მერე თედო აბჟანდაძემ ბურთი ფეხით ლელოში შეაცურა და მას ლომიძე მიყვა.

 

გელა აფრასიძემ გარდასახვით დაგვაწინაურა, მე-17 წუთზე ჩვენმა შერკინებამ ჯარიმა გამოიმუშავა და აფრასიძემ 40 მეტრიდან გაიტანა – 10:5. გარკვეული დროით მეტოქე წნეხში მოვაქციეთ, თუმცა აფრიკა მალევე გამოერკვა და 13-წუთიანი ჩამორჩენის შემდეგ უპირატესობა დაიბრუნა. უმცროსი ბორჯღალოსნები ლელოდან 5 მეტრში მოლში არ შევიდნენ და მეტოქემ ამით ისარგებლა.

 

და მაინც, ტაიმის მიწურულს აგრესიული დაცვით სამხრეთ აფრიკა მისსავე ნახევარზე შევავიწროვეთ, დემე თაფლაძემ გადაცემა ჩაჭრა და ლელო ძელებსშუა გაიტანა, ხოლო აფრასიძემ ტაიმის ანგარიში დააფიქსირა – 17:12 საქართველოს სასარგებლოდ!

 

მეორე ტაიმში სამხრეთ აფრიკა უმაღლეს სიჩქარეებზე ათამაშდა და ჩვენი შეცდომებით ორჯერ ისარგებლა. პირველ ჯერზე ბექა მამუკაშვილს ლელოს ხაზთან ფეხით თამაშისას დაუფარეს; მერე ოთარ ძაგნიძე აფრიკელ ფლანკერს ბურთში ჩაუჯდა და არ დაამიწებინა, თუმცა 5-მეტრიან შერკინებას ლელო მოყვა, ორივე გარდასახვა ზუსტი იყო და მეტოქის უპირატესობა 9 ქულამდე გაიზარდა.

 

უმცროსი ბორჯღალოსნები არ გატყდნენ, საპასუხოდ თანმიმდევრულად შეუტიეს, ჯარიმა გამოიმუშავეს და არცთუ იოლი პოზიციიდან აფრასიძემ თამაშში დაგვაბრუნა. სამწუხაროდ, შეტევებში შეცდომები მოგვდიოდა, რითაც მეტოქე სარგებლობდა და ერთ-ერთ ასეთ ეპიზოდში მორიგი ლელო მივიღეთ. ამის შემდეგაც უმეტესად დაცვაში გვიწევდა თამაში და შანსს ველოდებოდით. ეს შანსი 69-ე წუთზე გაჩნდა. მამუკაშვილმა ტაიმის დასაწყისში დაშვებული შეცდომა გამოასწორა, ცრუმოძრაობით პირველი მბოჭავი ჩამოიცილა, დაახლოებით 15 მეტრი ირბინა და ბურთს ფეხი დაკრა. უბურთოზე თამაშისთვის აფრიკელთა ბურჯი სინბინით დაისაჯა, საქართველომ კი კარში დარტყმას ლელოზე თამაში არჩია.

 

22-თან აგორებული მოლის შემდეგ მორკინალებმა რამდენჯერმე დაარტყეს, ფაზები ერთმანეთს მიება და აბჟანდაძემ კარის წინ სივრცე მონახა, ის ზედ ლელოსთან შეაჩერეს, ლუკა დვალიშვილი არ დაიბნა და სამხრეთ აფრიკას მესამე ლელო გაუტანა, ხოლო აბჟანდაძემ ზუსტი გარდასახვით სხვაობა კვლავ ერთი გარდასახული ლელოს ფარგლებში დააბრუნა.

 

უკვე გმირებს უფრო დიდი გმირობისთვის 8 წუთი რჩებოდა, თუმცა სამხრეთ აფრიკამ შეძლო თამაშის ჩვენს ნახევარზე გადმოტანა, დროის გაყვანა და ბურთის აუტში დარტყმით 33:27 გამარჯვება. ილია მაისურაძის, ლადო კილასონიასა და ზურაბ ამონაშვილის გუნდმა 20-წლამდელთა ჩემპიონატის შარშანდელ ბრინჯაოს პრიზიორთან ბონუს-ქულა აიღეს და 3 ივნისს მასპინძელ საფრანგეთს ბეზიეში შეერკინება.

 

2018 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი

30 მაისი – 17 ივნისი | საფრანგეთი | ბეზიე, პერპინიანი, ნარბონი

ჯგუფური ეტაპი. პირველი ტური

30 ივნისი. პერპინიანი.

 

სამხრეთ აფრიკა – საქართველო 33:27

ბექები: 15. ბექა მამუკაშვილი, 14. დემე თაფლაძე, 13. სანდრო სვანიძე, 12. ლაშა ლომიძე, 11. ოთარ ძაგნიძე, 10. თედო აბჟანდაძე, 9. გელა აფრასიძე;

შერკინება: 1. გურამ გოგიჩაშვილი, 2. ლევან პაპიძე, 3. ლუკა ჯაფარიძე, 4. ბექა საღინაძე (კაპ.), 5. ლაშა ჯაიანი, 6. თორნიკე ჯალაღონია, 7. თენგიზ გიგოლაშვილი, 8. არსენ მაჩალაძე.

მარქაფა: 16. თენგიზ ზამთარაძე, 17. გიორგი ნუცუბიძე, 18. გია ხარაიშვილი, 19. ლუკა გელაშვილი, 20. არჩილ აბესაძე, 21. ლუკა დვალიშვილი, 22. თემურ ჭიჭინაძე, 23. მიხეილ ალანია.

მთავარი მწვრთნელი: ილია მაისურაძე

მწვრთნელები: ზურაბ ამონაშვილი, ლადო კილასონია

3 ლელო: ლომიძე, თაფლაძე, დვალიშვილი

3 გარდასახვა: აფრასიძე (2), აბჟანდაძე

2 ჯარიმა: აფრასიძე

Rugby.GE



მსგავსი სიახლეები
რაგბი

სოსო ტყემალაძე: “იტალიელთა პრეზიდენტი არასპორტულად მოიქცა”

რაგბის კავშირის პრეზიდენტმა სოსო ტყემალაძემ ვახო ხუზმიაშვილის “თავისუფალ სივცრცეში” საინტერესო ისტორია მოჰყვა. “ჩვენ თამაშამდე ერთ-ე...
წაკითხვა
რაგბი

“ქართველებისთვის ექვსი ერის კარი კვლავ დახურულია”

საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში პირველად ტიერ ერთის ნაკრებს მოუგო. ბორჯღალოსნებმა იტალია 28-19 დაამარცხეს და ექვს ერში […]...
წაკითხვა
რაგბი

მერაბ შარიქაძე: “საყვედურს არავის ვეუბნები, მაგრამ საწყენია მუდმივი კრიტიკა”

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ მატჩში, ესპანეთთან გამარჯვების (49:15) […]...
წაკითხვა
რაგბი

დიმიტრი ბასილაია – ქართველი მორაგბე, რომელიც უკრაინელ ჯარისკაცებს ცხელი საჭმელით ამა

საქართველოს ნაკრების ყოფილი მორაგბე დიმიტრი ბასილაია კიევის სარაგბო გუნდს წვრთნის. გარდა ამისა, უკრაინაში მეგობრებთან ერთად […]...
წაკითხვა
რაგბი

საქართველო – რუსეთის თამაში არ ჩატარდება

საქართველოსა და რუსეთს შორის 27 თებერვალს გასამართი მატჩი გაურკვეველი ვადით გადაიდო. 2022 წლის რაგბი ევროპის […]...
წაკითხვა
რაგბი

ყაველაშვილი: “გარკვეული ორგანიზაციები რუსეთთან თამაშის ჩაშლას აპირებენ”

სპორტის კომიტეტის თავჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა 27 თებერვალს საქართველო – რუსეთის რაგბის თამაშის შესახებ ისაუბრა. “ყველა […]...
წაკითხვა
რაგბი

რუსეთმა “რაგბი ევროპას” მიმართა – საქართველოს რაგბის კავშირმა უკრაინული

27 თებერვალს საქართველოს ეროვნული ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-3 ტურში, თბილისში, “დინამო არენაზე” რუსეთს უმასპინძლებს. […]...
წაკითხვა
რაგბი

ნიკოლოზ ნარმანია: “საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ თამაში არ შემიძლია”

რუსეთის მორაგბეთა ნაკრების წევრმა, ნიკოლოზ ნარმანიამ განაცხადა, რომ ის საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ არ ითამაშებს. ფრანგული […]...
წაკითხვა
რაგბი

“შემირცხვენია ყველა ის მორაგბე, რომელიც რუსებს მოემსახურება”

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ირაკლი ჩომახაშვილმა ქართველი მორაგბეების რუსეთის 7-კაცა ნაკრებთან ერთად შეკრებაზე სოციალურ ქსელში […]...
წაკითხვა
რაგბი

რაგბის კავშირი განცხადებას ავრცელებს

რაგბის კავშირმა რუსეთის 7-კაცა ნაკრებთან ერთად ქუთაისში შეკრების გამართვაზე განცხადება გაავრცელა. “გვინდა გამოვეხმაუროთ ბოლო პერიოდში […]...
წაკითხვა
რაგბი

“ოკუპანტს ხელგაშლილი ვხვდებით, ისე დავუმეგობრდით, ვეღარც მოვუგებთ”

საქართველოს 7-კაცა ეროვნული ნაკრები 24 თებერვლიდან 1-ელ მარტამდე ქუთაისში შეკრებას რუსეთის 7-კაცა ნაკრებთან ერთად გაივლის. […]...
წაკითხვა
რაგბი

მამუკა გორგოძე: “ლაშა ყოველთვის წყნარად, თავჩაღუნული მიყვებოდა თავის საქმეს”

ლეგენდარული მორაგბემ მამუკა გორგოძემ გადაცემაში “სპორტი იმედზე” ლაშა შავდათუაშვილზე ისაუბრა. “ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი ამ ბიჭ...
წაკითხვა
რაგბი

საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება თეა წულუკიანზე

საქართველოს რაგბის კავშირი პასუხობს 20 იანვარს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც გაჟღერდა მცდარი მოსაზრება, რომ რაგბის […]...
წაკითხვა
რაგბი

ჩილაჩავამ ავსტრალიელ ჰუკერს სახეში ხელი უთავაზა (ვიდეო)

საფრანგეთის ტოპ 14-ში “კასტრი ოლიმპიკის” ბურჯმა ლევან ჩილაჩავამ ავსტრალიელი ჰუკერისგან ტოლუ ლატუსგან სახეში დარტყმა მიიღო, […]...
წაკითხვა