უეფას პრო-ლიცენზია – მეორე მოდული დასრულდა
სასტუმრო მოხალისემ მწვრთნელთა განათლების უმაღლესი პროგრამის მეორე მოდულს უმასპინძლა, რომელიც სამიდღის განმავლობაში მიმდინარეობდა და 31 მაისს, თეორიასთან ერთად, აქტიური პრაქტიკული სამუშაოებითა და ვიდეო-პრეზენტაციებით წარიმართა. თეორიული სწავლების შემდეგ, მონაწილეებმა მინდორზე პრაქტიკულ ნაწილზეგადაინაცვლეს და დღის ბოლოს, უეფას წარმომადგენელთან – გენადი სკურტულთან ერთად ევროპა-ლიგის ფინალიგაანალიზეს.
სასწავლო დღის დასასრულს, მონაწილეებმა მესამე მოდულისათვის მოსამზადებელი დავალებები მიიღეს.
პრო-ლიცენზიის მეორე მოდული კურსის მონაწილეებმა შეაფასეს: დღეს მწვრთნელთა პრო-ლიცენზიის პროგრამის მეორემოდული დავასრულეთ, რომელიც ძალიან საინტერესო და ინტერაქტიულ ვითარებაში ჩატარდა. ის თეორიული ცოდნა დაპრაქტიკული გამოცდილება, რასაც ამ სემინარებზე ვიღებთ, დაგვეხმარება, რომ გავითავისოთ ევროპული სტანდარტი დასამომავლოდ, ქართული ფეხბურთის განვითარებას მოვახმაროთ – აღნიშნა ლაშა ჭაღიაშვილმა, ფეხბურთის კლუბ თბილისის „ლოკომოტივის“ მთავარმა მწვრთნელმა.
პრაქტიკული ნაწილის მნიშვნელობაზე ისაუბრა გიორგი ჭიაბრიშვილმა, ფეხბურთის კლუბ საბურთალოს მთავარმა მწვრთნელმა: “მეორე მოდული განსაკუთრებული ჩართულობით გამოირჩეოდა, იმიტომ რომ მეტი სამუშაო იყო უშუალოდმინდორზე. მომხსენებლებმა გაგვიზიარეს წარმატებული კლუბების, მწვრთნელების საფეხბურთო გამოცდილება დავიდეო-პრეზენტაციების შემდეგ, კურსის მიზნების შესაბამისი, ფეხბურთისათვის მნიშვნელოვანი საკითხების ანალიზიჩატარდა. მიხარია, რომ საქართველოში ტარდება სამწვრთნელო განათლების უმაღლესი პროგრამა, რომელიცაუცილებლად მნიშვნელოვანი შედეგის მომტანი იქნება“, – აღნიშნა მან.
„ეს მოდული განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა, რადგან დატვირთული იყო პრაქტიკული სამუშაოებით. განაკუთრებით დიდი იყო ჩართულობა, რადგან პირველი მოდულის შემდეგ კიდევ უფრო თავისუფლად ვგრძნობდით თავს. ვისაუბრეთ ასევე სამომავლოდ , საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად ფეხბურთის განვითარებისათვისძალიან მნიშვნელოვანი საერთო დოკუმენტის შექმნაზეც,”- გიორგი დეკანოსიძე, თელავის მთავარი მწვრთნელი.
მეორე მოდულის მომდევნო ეტაპი პროგრამის განუყოფელი ნაწილია და კურსის ტუტორებთან მუშაობას გულისხმობს, რომელიც ხვალ სასტუმრო მოხალისეში ჩატარდება.
Gff.Ge