მადრიდის “რეალი” მზადაა, ბეილს ახალი კონტრაქტი შესთავაზოს
მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელები ზინედინ ზიდანის წასვლის შემდეგ მაქსიმალურად ცდილობენ, სხვა მნიშვნელოვანი ფიგურებიც არ დაკარგონ და მათ ახალ კონტრაქტებს სთავაზობენ.
ერთ-ერთი ასეთი ფეხბურთელი გარეტ ბეილია, რომლის ტრანსფერიც “მანჩესტერ იუნაიტედმა” ზაფხულის მთავარ მიზნად დაისახა. როგორც ჩანს, ბეილის დამატება ჟოზე მოურინიოს მოთხოვნას წარმოადეგნს.
ამის საპასუხოდ, “ბლანკოსი” უელსელ შემტევს გაზრდილ ხელფასსა და ძირითადის ადგილს სთავაზობს. Daily Mail-ის ცნობით, მხარეები მოლაპარაკების მაგიდას უკვე მიუსხდნენ.