ვენგერი: “კითხვებს პასუხს 15 დღის ვადაში გავცემ”
დიდი ხნის სიჩუმის შემდეგ, არსენ ვენგერმა, რომელსაც მადრიდის “რეალის” თავკაცობას უწინასწარმეტყველებენ, პრესასთან საკუთარ მომავალზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამწვრთნელო კარიერის გაგრძელებას გეგმავს.
“არსებობს კითხვები, რომლებსაც პასუხს მომდევნო 15 დღის ვადაში გავცემ. დიახ, კვლავ მაქვს სამწვრთნელო კარიერის გაგრძელების სურვილი,” – აცხადებს ფრანგი სპეციალისტი Telefoot-თან საუბრისას.
“მინდა თუ არა გიჟური გამოწვევების მიღება? არ ვიცი. მწვრთნელობა ძალიან დიდ ძალისხმევას მოითხოვს. გადაწყვეტილებას შინაგანი გრძნობები მიმაღებინებენ. ძალიან მენატრება მწვრთნელის პოსტი.
ძალიან მიკვირს, როგორ გავძელი იმ ადრენალინის გარეშე, რომელიც მწვრთნელობას მოაქვს ჩემთვის. ფეხბურთმა ყველაფერი მომცა, ბრწყინვალე ადამიანებს შემახვედრა და დამეხმარა გავმხდარიყავი ის, ვინც ვარ,” – დაამატა არსენ ვენგერმა.
“