კოკა-კოლას თასი 2018 – რეგიონის გამარჯვებული გუნდები კვარიათში მიემგზავრებიან
კოკა-კოლას თასის 2018 წლის გათამაშების რეგიონული გამარჯვებულები მთელი ქვეყნის მასშტაბით 1000-ზე მეტ სკოლაში უკვე გამოვლინდნენ. გოგონათა საუკეთესო 12 გუნდი 10 ივნისიდან შეკრებას აჭარაში – კვარიათში გაივლის. 11 ივნისიდან რეგიონის გამარჯვებული გუნდები საუკეთესოს გამოსავლენად ურთიერთშეხვედრებს ჩაატარებენ, ხოლო 13 ივნისს ბათუმში, გოგონათა ფინალი გაიმართება, სადაც კოკა-კოლის თასის მფლობელი გუნდი გახდება ცნობილი.
კოკა-კოლას თასისთვის კვარიათში გოგონათა შემდეგი გუნდები იასპარეზებენ:
თბილისი – N146 საჯარო სკოლა
სამეგრელო – ცხუმარის საჯარო სკოლა
იმერეთი-რაჭა-ლეჩხუმი– ჯალაურთის საჯარო სკოლა
კახეთი – ზემო ალვანის N1 საჯარო სკოლა
სამცხე-ჯავახეთი – კლდის საჯარო სკოლა
აჭარა – ბათუმის N4 საჯარო სკოლა
მცხეთა-მთიანეთი – მუხრანის N1 საჯარო სკოლა
აფხაზეთი – აფხაზეთის N5 საჯარო სკოლა
შიდა ქართლი – ოსიაურის საჯარო სკოლა
ქვემო ქართლი – დიდი დმანისის საჯარო სკოლა
გურია – ლანჩხუთის სასულიერო გიმნაზია
სამაჩაბლო – მეჯვრისხევის საჯარო სკოლა
15 ივნისიდან, კვარიათში უკვე ვაჟთა საუკეთესო რეგიონული გუნდები გაივლიან შეკრებას. 16 გუნდიდან თასის მფლობელის გამოსავლენად თამაშები 16 ივნისს დაიწყება, ხოლო ფინალი 19 ივნისს, ბათუმის დინამოს განახლებულ ბაზაზე – ანგისაზე ჩატარდება.
თბილისი – N207 საჯარო სკოლა
თბილისი – N130 საჯარო სკოლა
თბილისი – N146 საჯარო სკოლა
თბილისი – N174 საჯარო სკოლა
სამაჩაბლო – ზემო ნიქოზის საჯარო სკოლა
სამეგრელო – ზუმის საჯარო სკოლა
რაჭა-ლეჩხუმი – ამბროლაურის N1 საჯარო სკოლა
იმერეთი – ქუთაისის N31 საჯარო სკოლა
კახეთი – ლაგოდეხის N1 საჯარო სკოლა
სამცხე-ჯავახეთი – ახალციხის N5 საჯარო სკოლა
გურია – ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლა
მცხეთა-მთიანეთი – მუხრანის N1 საჯარო სკოლა
ქვემო ქართლი – კოდის საჯარო სკოლა
შიდა ქართლი – ხაშურის N8 საჯარო სკოლა
აჭარა – ბათუმის N10 საჯარო სკოლა
აფხაზეთი – აფხაზეთის N15 საჯარო სკოლა
Gff.Ge