მადრიდის “რეალი” ანტონიო კონტეს კონტრაქტს გამოისყიდის
Sky Sports Italia-ს ჟურნალისტ ჯანლუკა დი მარციოს მიერ მოპოვებული ექსკლუზიური ცნობების მიხედვით, მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელობა ანტონიო კონტეს კონტრაქტში არსებული პუნქტის გააქტიურებას გეგმავს.
როგორც იცით, ანტონიო კონტე ჯერ კიდევ ლონდონის “ჩელსის” მწვრთნელად ითვლება და თავისუფლად მოქმედების უფლება არ აქვს. სწორედ ამიტომაც, “ბლანკოსს” “არისტოკრატებთან” მოუწევს საქმის მოგვარება.
Marca კონტეს, რომელმაც “ჩელსის” პირველივე სეზონში მოაგებინა პრემიერ ლიგა, “რეალის” თავკაცობის უმთავრეს კანდიდატად მიიჩნევს.
შეგახსენებთ, რომ მადრიდული გრანდი ზინედინ ზიდანმა ზედიზედ სამჯერ მოგებული ჩემპიონთა ლიგის შემდეგ დატოვა. კონტესთან ერთად, “რეალის” თავკაცობას არსენ ვენგერსა და გუტის უწინასწარმეტყველებდნენ.