“ვესტ ჰემი” იაია ტურეს გადაბირებას ცდილობს
“მანჩესტერ სიტის” ყოფილი ნახევარმცველი იაია ტურე, შესაძლოა, სულ მალე გაწევრიანდეს “ვესტ ჰემის” რიგებში. ამ ინფორმაციას ბრიტანული პრესის ავტორიტეტული Daily Mail ავრცელებს.
როგორც იცით, 35 წლის კოტ-დიუვარელმა ფეხბურთელმა ახლახან მოიპოვა თავისუფალი აგენტის სტატუსი და უკვე წამოიწყო მოლაპარაკებები ლონდონურ კლუბთან, რომელსაც მანუელ პელეგრინი წვრთნის.
შეგახსენებთ, რომ იაია ტურე და პელეგრინი ადრეც თანამშრომლობდნენ. 2013-14 წლის სეზონში მათ ერთად მოიგეს პრემიერ ლიგა და იმ წლის გათამაშებაში ტურემ 20 გოლის გატანა შეძლო.