ტექნიკურ ცენტრ “ბასაზე” მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის მორიგი კურსი დაიწყო
11 ივნისს, ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის კურსი დაიწყო. სასწავლო პროცესის დაწყებას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის რეგიონული და ბავშვთა ფეხბურთის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, გოჩა თამაზაშვილი დაესწრო და მონაწილეებთან კურსის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
შეგახსენებთ, რომ 2018 წლიდან C ლიცენზიის კურსი განსხვავებული ფორმატით ტარდება. ამიერიდან, C ლიცენზიის კურსი ოთხ მოდულიანი გახდა და უეფას მწვრთნელთა განათლების კონვენციასთან სრულ შესაბამისობაში იქნება.
ამ ეტაპზე კურსზე 21 ლიცენზიის მაძიებელი ირიცხება, საიდანაც 3 გოგონაა. C ლიცენზიის კურსი მწვრთნელთა განათლების პროგრამის პირველი საფეხურია, რის შემდეგაც 1 წლის სამუშაო სტაჟის მქონე მწვრთნელებს საშუალება ექნებათ უეფას მწვრთნელთა განათლების B ლიცენზიის კურსზე გააკეთონ განაცხადი.
Gff.Ge