იაია ტურემ მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის სიმბოლური ნაკრები შეადგინა (ფოტო)
“მანჩესტერ სიტის” ყოფილმა ნახევარმცველმა, იაია ტურემ “ფრანს ფუტბოლისთვის” მიცემულ ინტერვიუში მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე მოთამაშე ფეხბურთელებისაგან სიმბოლური ნაკრები შეადგინა.
“ბევრისთვის სურპრიზი იქნება, რომ მარჯვნივ კაილ უოკერს დავაყენებ – მას ბევრი არ იცნობს, მაგრამ ვფიქრობ, მუნდიალზე გაბრწყინება შეუძლია. მისი მსგავსი სისწრაფის ფეხბურთელი არ მეგოლება. მარცხნივ, დაცვაში მენდი მეყოლება.
შეტევაში, მარჯვნივ თუ მესის არ აირჩევ, მაშინ ფეხბურთი არ გიყვარს. ცენტრალური თავდამსხმელი აგუერო და მბაპე იქნებიან – ისინი სწრაფები, ტექნიკურები და ჭკვიანები არიან. მარცხნიდან რონალდუ შეუტევს – ის გოლები მანქანაა.
მცირე პრობლემა მაინც რჩება: ვინ შეასრულებს საჯარიმო დარტყმებს და პენალტებს? ჯობს, ფეხბურთელებმა თავად მოილაპარაკონ”, – ციტირებს ტურეს სიტყვებს “მირორი”.
მეკარე: დე ხეა;
მცველები: მენდი, ვარანი, რამოსი, უოკერი;
ნახევარმცველები: კაზემირო, მოდრიჩი;
თავდამსხმელები: რონალდუ, მესი, აგუერო, მბაპე.