ჯანი ინფანტინო ლოპოტეგის დათხოვნას გამოეხმაურა
ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის (FIFA) პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ხულიენ ლოპოტეგის დათხოვნას გამოეხმაურა.
“წარმოდგენა არ მაქვს რა და როგორ მოხდა. ამ ყველაფრის შესახებ მხოლოდ პრესკონფერენციის შემდეგ გავიგე. ფიფას მიერ შემუშავებული სატრანსფერო წესები მხოლოდ ფეხბურთელების ტრანსფერებზე მოქმედებენ.
სიტუაცია ყველასათვის გაურკვეველია, დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა არსებობს, განსაკუთრებით კი ესპანეთში. არ ვიცი რა მოხდა, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ორივე მხარემ კარგად აწონ-დაწონა ყველაფერი გადაწყვეტილების მიღებამდე.
ლოპოტეგი – უმაღლესი დონის სპეციალისტია და მას ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ “რეალში”. ესპანეთის ნაკრები კი წარმოუდგენელ სიტუაციაში იმყოფება.
თუმცა მახსოვს, რომ პრობლემები იტალიის ნაკრებსაც ჰქონდათ ჩემპიონატის დაწყებამდე, თუმცა საბოლოო ჯამში გამარჯვება მათ დარჩათ,” – აცხადებს ინფანტინო.