ალეგრი: “პერესმა “რეალში” მუშაობა შემომთავაზა”
ტურინის “იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი გამოტყდა, რომ მას მადრიდის “რეალის” პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა “სამეფო კლუბის” თავკაცის პოსტი შესთავაზა.
“ფლორენტინო პერესი დამიკავშირდა და “რეალში” მუშაობა შემომთავაზა, მაგრამ მე უარი ვუთხარი. ჩემი მომავალი “იუვენტუსს” ეკუთვნის.
ეს გადაწყვეტილება მე თვითონ მივიღე და თუნდაც ფეხბურთში არაფერი იყოს გამორიცხული, მე “იუვენტუსში” დასარჩენად ყველაფერს გავაკეთებ. პატივს ვცემ ჩემს სიტყვას.
მადლობა უნდა გადავუხადო “რეალის” პრეზიდენტ ამ შანსისთვის, მაგრამ მე ვრჩები”, – აღნიშნა ალეგრიმ.
შეგახსენებთ, რომ მადრიდის “რეალს” ხულიენ ლოპეტეგი გაწვრთნის, რომელსაც “სამეფო კლუბთან” არსებული ფარული მოლაპარაკების გამო მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე ერთი დღით ადრე ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დაატოვებინეს.