როგორ გამოეხმაურნენ “ვიტესის” ფანები კაშიას კლუბიდან წასვლას
14 ივნისს, გურამ კაშიამ არნემის “ვიტესი” დატოვა და აშშ-ის კლუბის, “სან ხოსეს” ფეხბურთელი გახდა. ქართველი მცველი ახალ გუნდში ვაკო ყაზაიშვილთან ერთად ითამაშებს.
კაშია “ვიტესში” 2010 წელს გადავიდა და ბოლო სეზონების განმავლობაში გუნდის კაპიტანიც იყო. ის არნემული კლუბების ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელი იყო და გასაკვირი არაა, რომ ისინი ქართველ მოთამაშეს თბილად დაემშვიდობნენ.
კაშიას “ვიტესიდან” წასვლას “ვიტესის” გულშემატკივრები სოციალურ ქსელში ეხმაურებიან.
“ძალიან ცუდია, რომ კაშიამ ერედივიზიონი დატოვა.”
Jammer dat hij de eredivisie verlaat. #Kashia https://t.co/h2G1QOKz59
— Eric P (@Eric_Provie) June 14, 2018
“წარმატებები, გურამ! იმედი მაქვს, კლუბში სამუშაოდ დაბრუნდები!”
“ტოპ კაპიტანი. წარმატებები, გურამ.”
“ძალიან ცუდი ჩვენთვის, მაგრამ წარმატებები.”
“შენი გვესმის, გურამ. მადლობა მძიმე შრომისათვის, რომელიც ბოლო რვა სეზონის მანძილზე გასწიე. წარმატებებს გისურვებთ და ვიმედოვნებთ, მომავალში “ვიტესში” ისევ გიხილავთ. ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელობა?”
“შენთან ერთად ფანტასტიური წლები გავიარეთ. აშშ-ში ბევრ წარმატებას გისურვებ. და, რა თქმა უნდა, კარიერის დასრულების შემდეგ არნემში დაბრუნდები. ყველანი გელოდებით.”
“მოგვენატრები. ბევრი წარმატება აშშ-ში.”
“გურამ, ბოდიში არ უნდა მოგვიხადო. ჩვენ მადლობელი ვართ იმ ყველაფერისათვის, რაც კლუბისა და გულშემატკივრებისთვის გააკეთა. მადლობა ყველაფრისთვის.”