ხულენ ლოპეტეგის პირველი კომენტარი “რეალში” წარდგენის შემდეგ
ხულენ ლოპეტეგი მადრიდის “რეალის” პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა დღეს ოფიციალურად წარადგინა. ესპანეთის ნაკრების ყოფილმა დამრიგებელმა თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ, პირველი კომენტარი გააკეთა.
“გუშინ ჩემი ცხოვრების ყველაზე ცუდი დღე იყო მას შემდეგ, რაც დედაჩემი გარდაიცვალა. ხოლო ახლა საუკეთესო დღე მაქვს. ვიმედოვნებ, ძალიან ემოციური არ ვიქნები. მინდა, მადლობა ვუთხრა პრეზიდენტსა და “რეალს” ნდობისა და პასუხისმგებლობისთვის, რომელიც სიამაყითა და დიდი ძალით ავიღე. ვიცი, რა კლუბთან გავაფრომე კონტრაქტი. აქ მაქსიმალური მოთხოვნებია. ჩვენ ყველაფერს გავიღებთ იმისთვის, რომ ისტორიაში ყველაზე მაღლა ავიდეთ.”
“აქ მაშინ მოვედი, როცა 18 წლის ვიყავი. მაშინ “კასტილიაში” ვთამაშობდი. აქ ყოფნის დროს ფეხბურთელისთვის საჭირო ღირებულებები ვისწავლე. ბედნიერი ვიყავი, რომ შემდეგ “კატილიას” გაწვრთნა მომიწია. ახლა კი, უკვე “რეალს” ვუდგავარ სათავეში.”
“ხვალინდელი მატჩი? ესპანეთის თამაშს აუცილებლად ვუყურებ. იმედი მაქვს, მიუხედავად ყველაფრისა, თასის ჩვენს ქვეყანაში დაბრუნებას შევძლებთ,” – ამბობს ლოპეტეგი.