ფუტსალის ლიგა სეზონის მთავარი მატჩის მოლოდინში!
15 ივნისს, 19:30 სთ-ზე, თბილისის ოლიმპიური სასახლის დიდ დარბაზში, ფუტსალის ლიგის ფინალური დაპირისპირების მესამე, გადამწყვეტი შეხვედრა გაიმართება – საქართველოს ჩემპიონის ტიტულისთვის მფკ ტატიშვილი და კოლხი-გულრიფში იბრძოლებენ!
ფინალურმა სერიამ სტარტი 8 ივნისს აიღო. პირველ შეხვედრაში კოლხი-გულრიფშმა დაძაბულ შეხვედრაში 3:0 დაამარცხა მეტოქე.
08.06.2018. ფუტსალის ლიგა. ფინალი. I მატჩი
ტატიშვილი – კოლხი გულრიფში 0:3
გოლები: 16:43’ ალავერიქჰანი (0:1), 35:19’ დარჩია (0:2), 38:32’ სარანი (0:3)
გაფრთხილება: 20:35’ დარჩია (კოლ)
10 ივნისს გამართულ განმეორებით შეხვედრაში, „მედიკოსებმა“ სერიაში ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს – უგოლოდ დასრულებული ძირითადი და დამატებითი დროის შემდეგ, მატჩის ბედი 6 მეტრიანების სერიამ გადაწყვიტა – 3:1 ტატიშვილის სასარგებლოდ. შესაბამისად, ჩემპიონის გამოსავლენად მესამე შეხვედრის დანიშვნა გახდა საჭირო.
10.06.2018. ფუტსალის ლიგა. ფინალი. II მატჩი
ტატიშვილი – კოლხი გულრიფში 0:0 დ.დ 0:0 პენ. 3:1
6 მეტრიანების სერია: თოთლაძე (1:0), სარანი (1:0), ექიზაშვილი (2:0), ნაბათალიზადე (2:1), სილაგავა (3:1)
გაფრთხილება: 07:14’ ქურდაძე (ტატ), 26:07’ ონიანი (ტატ), 37:30’ სარანი (კოლ), 47:20’ ექიზაშვილი (ტატ)
აღსანიშნავია, რომ ტატიშვილი მოქმედი ვიცე-ჩემპიონია, კოლხი კი პირველ სეზონს ატარებს ლიგაში – ქვეყნის საუკეთესო გუნდის წოდება კი აქამდე არცერთ მათგანს არ მოუპოვებია. ფინალური მატჩის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა, გულშემატკივარს სილკ უნივერსალზე შეეძლება.
საჩემპიონო მატჩისთვის მზადების შესახებ, Sbm.ge გუნდების მთავარ მწვრთნელებს გაესაუბრა:
ალექსანდრე ძაბირაძე, ტატიშვილი: „წინ ძალიან რთული და დაძაბული მატჩი გველოდება, რაზეც გასული ორი შეხვედრაც მეტყველებს. კოლხი სწრაფი და ტექნიკური გუნდია, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ სასურველი შედეგის მისაღწევად. თუმცა ჩვენც არ დავიშურებთ არანაირი ძალას და ენერგიას, იმედია ჩემპიონის ტიტულს მოვიპოვებთ.“
მოსენ ჰაბირი, კოლხი: „ ჩვენმა გუნდმა ორი დღე დაისვენა. 8 დღეში ოთხი თამაში ჩავატარეთ რაც ძალიან რთულია. განვაახლეთ ვარჯიშები, სამწუხაროდ ორ ფეხბურთელს ტრავმა აქვს, მათ ვინაობას არ გაგიმხელთ, თუმცა გეტყვით, რომ ისინი თამაშს დიდი ალბათობით შეძლებენ. ორი მატჩის მანძილზე გოლი არ გაგვიშვია, იგივე შედეგი მინდა გადამწყვეტი შეხვედრის დროს, თუმცა გვავქვს სხვა მონახაზებიც. არ გვინდა დამატებითი დროის დანიშვნა, რადგან შეგვწევს უნარი ყველაფერი ძირითად დროში დავასრულოთ. მაღალი დონის მატჩს იხილავს თამაშზე მოსული გულშემატკივარი. ტატიშვილიც ისეთივე სწრაფი და დინამიური ფეხბურთის მოყვარულია როგორიც ჩვენ, მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ამ გუნდს.“
ორი მატჩის გამართვა გახდა საჭირო მესამე ადგილისათვის ბრძოლაში. ექს-ჩემპიონმა, სტუ-თელასმა აგორა იოლად 2:1, 5:2 დაამარცხა და ბრინჯაოს მედლებს დაეუფლა.
ბომბარდირები: ოთარ ბერეჩიკიძე (მართვე), გიორგი სილაგავა (ტატიშვილი) – 32, ბაბაქ ალავერიქჰანი (კოლხი) – 28
Gff.Ge