პუტინმა რუსეთის ნაკრების მწვრთნელს პრესკონფერენცია შეაწყვეტინა
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ქვეყნის საფეხბურთო ნაკრების მთავარ მწვრთნელს, სტანისლავ შერჩეშოვს საუდის არაბეთთან გამართული მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია შეაწყვეტინა.
როგორც იცით, მუნდიალის გახსნით მატჩში რუსეთმა საუდის არაბეთი 5:0 დაამარცხა. მაშინ, როცა პრესკონფერენციაზე დენის ჩერიშევი ჟურნალისტებს ესაუბრებოდა, მის გვერდით მჯდომ ჩერჩესოვს მობილურ ტელეფონზე დაურეკეს. რუსთა თავკაცი დარბაზიდან გავიდა, დაბრუნების შემდეგ კი განაცხადა: “ქვეყნის ხელმძღვანელმა დამირეკა. მან გუნდის თამაშის გამო მადლობა გადამიხადა და მთხოვა, რომ ასე თამაში გაგვეგრძელებინა.”
What do you say when Vladimir Putin calls you directly?
Well Russian manager Stanislav Cherchesov found out when Putin gave him a bell after their victory over Saudi Arabia. #RUSKSA #OptusSport #WorldCup pic.twitter.com/UTeDrFAVyg
— Optus Sport (@OptusSport) June 14, 2018