რამოსი: “თითქოს, დაკრძალვაზე ვართ და თან მსოფლიოს ჩემპიონატს ვიწყებთ”
დღეს ესპანეთის ეროვნული ნაკრები პორტუგალიას მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის შეხვედრაში მიიღებს. “ფურია როხას” კაპიტანმა, სერხიო რამოსმა წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა.
“თითქოს, დაკრძალვაზე ვართ და თან მსოფლიოს ჩემპიონატს ვიწყებთ. მსურს, ეს ჩემპიონატი ღიმილით დავასრულო. უნდა გადავშალოთ გვერდი, რადგან ახლანდელი სიტუაცია არაა სასიამოვნო. ხულენ ლოპეტეგი იყო იმის ნაწილი, რაც მან გააკეთა. თუმცა, ესპანეთი ყველაზე მაღლა დგას. ახლა, არავის შეუძლია სიტუაციის შეგრძნება იმაზე კარგად, ვიდრე ამას ფერნანდო იერო აკეთებს. ვიმედოვნებ, გვეყოლება ისეთივე ეროვნული გუნდი, რომელიც აქამდე გვყავდა. არ გვჭირდება იმის შეფასება, რა გააკეთეს სხვა ადამიანებმა. მხოლოდ სპორტულ მხარეზე უნდა ვიფიქროთ. ეს საკითხი უნდა დიახუროს. ხოლო, როცა მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულდება, ყველას შეუძლია თქვას ის, რაც სურს.”
“ატარო შენი ნაკრების კაპიტნის სამკლავური, არის ყველაზე კარგი რამ, რაც შეიძლება გადაგხდეს. რაც მოხდა, ამან უფრო გაგვაერთიანა. არაფერი შეცვლილა ჩვენში. ნაკრების სურვილი ერთ ადამიანზე არაა დამოკიდებული. გასახდელში სიმშვიდეა. გეგმა არ შეცვლილა – უნდა გავიდეთ მოედანზე და მოვიგოთ მსოფლიოს ჩემპიონატი,” – ამბობს რამოსი.