ტიტე: “ნეიმარი ასი პროცენტით მზად არაა”
17 ივნისს მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში ბრაზილიის ეროვნული ნაკრები შვეიცარიას შეხვდება. “სელესაოს” თავკაცმა, ტიტემ წინასამატჩო პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“ნეიმარი ასი პროცენტით მზად არაა. თუმცა, ის ფიზიკურად ძლიერია, მისი დრიბლინგი საოცრებაა. მაგრამ სათანადო ფორმაში ჯერ კიდევ არ იმყოფება. არ ვფიქრობ, რომ ის ჩვენი ლიდერია. ბრაზილიის ნაკრების ძალა ერთ ფეხბურთელში კი არა, ყველაშია. არსებობს ბევრი ადამიანი, რომელსაც ნეიმარი მოსწონს, ბევრს იგი არ მოსწონს. თუმცა, ყველაზე მთავარი ისაა, რომ ეროვნულ ნაკრებში განსხვავებული ხასიათის მოთამაშეები გვყავს და ისინი თავიანთი თვისებებით შესანიშნავად ართმევენ თავს სამუშაოს. ძლიერნი და კონკურენტუნარიანნი ვართ. გვახასიათებს კონკრეტული სტილი და ტაქტიკურად განსწავლულობა. ვფიქრობ, ბრაზილია მსოფლიოს ჩემპიონატის მოგების ერთ-ერთი ფავორიტია,” – ამბობს ტიტე.