ხორვატიამ ნიგერია დამაჯერებლად დაამარცხა და ჯგუფში პირველ ადგილზეც გადაინაცვლა (ვიდეო)
მსოფლიო საფეხბურთო ზეიმს ხორვატიისა და ნიგერიის საფეხბურთო ნაკრებებიც შეუერთდნენ, თუმცა ნიგერიელების ზეიმი არც ისე ხანგრძლივი გამოდგა. ევროპელებმა აფრიკელები საკმაოდ დამაჯერებლად დაამარცხეს – 2:0.
მატჩი საკმაოდ დაძაბული და წარმატებული გამოდგა, თუმცა ხორვატებმა საგოლე მომენტები უკეთ გამოიყენეს, ნიგერიელებთან შედარებით. ანგარიში შეხვედრის 32-ე წუთზე გაიხსნა ეტებოს ავტოგოლის წყალობით, რამაც ნიგერიელ ფეხბურთელებზე ზეწოლა გააორმაგა.
შეხვედრის მეორე ნახევარში აფრიკელებმა ანგარიშის გათანაბრება სცადეს, თუმცა არაფერი გამოუვიდათ და სანაცვლოდ პენალტიც მიიღეს საკუთარ კარში. თერთმეტმეტრიანი გოლად ლუკა მოდრიჩმა აქცია.
ასე რომ, მუნდიალის პირველი ტურის შემდეგ D ჯგუფში პირველ ადგილს ხორვატია იკავებს, ისლანდია და არგენტინა 2-3 ადგილებს ინაწილებენ, ნიგერია კი მეოთხეა. მომდევნო ტურში არგენტინა ხორვატიას დაუპირისპირდება, ნიგერია – ისლანდიას.
მსოფლიოს ჩემპიონატი
D ჯგუფი (I ტური)
ხორვატია – ნიგერია 2:0 (1:0)
გოლები: მოდრიჩი 72′ – ეტებო 32′(ავტოგოლი)