ვერც ბრაზილიამ მოიგო: შვეიცარიამ დაძაბულ ბრძოლაში ქულა მოიპოვა (ვიდეო)
დღეს მსოფლიოს ჩემპიონატზე, E ჯგუფის შეხვედრაში ბრაზილია შვეიცარიას “როსტოვ არენაზე” დაუპირისპირდა.
პირველ ნახევარში სამხრეთამერიკელები დიდ უპირატესობას ფლობდნენ და რამდენიმე ძალიან კარგი მომენტიც შექმნეს, საიდანაც მხოლოდ ერთი გამოიყენეს. კონკრეტულად, მეოცე წუთზე ფილიპე კოუტინიომ საჯარიმოს გარედან, შორეული დარტყმით ულამაზესი გოლი გაიტანა. მეორე ნახევარში შვეიცარია უფრო გააქტიურდა, რამაც შედეგი გამოიღო: 50-ე წუთზე, ჯერდან შაჩირის ჩაწოდების შემდეგ, სტივენ ზუბერმა თავით შეუგდო ალისონს. ამის შემდეგ, ბრაზილია ცდილობდა გამარჯვების გოლის გატანას. განსაკუთრებით გამოსარჩევია 90-ე წუთზე რობერტო ფირმინოს თავური, თუმცა ურთულესი ბურთის აღება მოახერხა შვეიცარიელთა მეკარემ, იან ზომერმა. საბოლოოდ, 1-1.
ამ ფრის შემდეგ ბრაზილიასა და შვეიცარიას თითო-თითო ქულა აქვთ და, შესაბამისად, მეორე და მესამე ადგილზე არიან. ლიდერი სერბეთია, რომელმაც უკვე ბოლოადგილოსან კოსტა რიკას დღეს ანგარიშით, 1:0 მოუგო. მეორე ტურის მატჩები 22 ივნისს შედგება: ბრაზილია კოსტა რიკას, ხოლო სერბეთი შვეიცარიას დაუპირისპირდება.