ინიესტა ლოპეტეგის გაგდებაზე: “ეს უსიამოვნო იყო, თუმცა წარსულში დარჩა”
20 ივნისს მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში ესპანეთი ირანს დაუპირისპირდება. “ფურია როხას” ასაკოვანმა ფეხბურთელმა, ანდრეს ინიესტამ წინასამატჩოდ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“ლოპეტეგის გაგდება? ეს იყო ის მომენტი, რომლის უკან მოტოვებაც გვსურს. ის ხანმოკლე პერიოდი არავისთვის იყო სასიამოვნო. ახლა კი მხოლოდ ჩვენს მიზანზე ვართ კონცენტრირებულნი. ჩვენ გვწამს, რომ მხოლოდ ასე მივაღწევთ წარმატებას. პორტუგალიის წინააღმდეგ შეხვედრა ადვილი არ იყო. თუმცა, იქ ვაჩვენეთ, რომ ზუსტად ვიცით, რას ვაკეთებთ.
არ მსურს აქ გაჩერება. წინ სვლა მინდა. ირანი ადვილი მეტოქე არ იქნება, თუმცა, თუ მოვიგებთ, კარგ მდგომარეობაში ვიქნებით. დაცვაში მშვენიერ ბარიერს ვქმნით. უნდა დავიცვათ ბალანსი ყველა რგოლში. ეს ნებისმიერ გუნდს სჭირდება. გეტყვით, რომ მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელებიდან, რამდენიმე გვყავს. ჩვენი ოცონება მსოფლიოს ჩემპიონატის კიდევ ერთხელ მოგებაა. ეს რთულია, თუმცა ამისთვის აუცილებელია კონცენტრაცია მცირე ნაბიჯებზე – ამჯერად, ირანზე,” – ამბობს ინიესტა.