სფფ-ში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა (ვიდეო)
26 ივნისს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში აღმასკომის სხდომა გაიმართა. აღმასრულებელი კომიტეტის წევრებმა დღის წესრიგით განსაზღვრულ თემებზე იმსჯელეს.
დღევანდელ სხდომაზე სფფ-ის რიგით XXVIII ყრილობის საპროცედურო რეგლამენტი დამტკიცდა. შეგახსენებთ, რომ წლის შემაჯამებელი ყრილობა 18 ივლისს 11:00 საათზე სასტუმრო „ჰუალინგში“ გაიმართება.
ზემო აღნიშნულ საკითხთან ერთად კომიტეტის წევრებმა სფფ-ის წესდებაში შესატანი ცვლილებების შესახებ იმსჯელეს, კერძოდ, სფფ-ის მუდმივმოქმედი კომიტეტები ს დაკომპლექტება განიხილეს და საფეხბურთო სკოლების კატეგორიზაციის დებულება დაამტკიცეს.
აღმასრულებელი კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ, სფფ-ში გამართული შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა შეაჯამა:
„ პროდუქტიული აღმასკომის სხდომა ჩატარდა. დავამტკიცეთ რიგით XXVIII ყრილობის საპროცედურო რეგლამენტი, რომელიც 18 ივლისს გაიმართება. ასევე დავამტკიცეთ სკოლების კატეგორიზაციის გეგმა, რომელიც უკვე 2018 წლიდან ამოქმედდება,”- აღნიშნა დავით მუჯირმა.
Gff.Ge