კოლუბმია და იაპონია მსოფლიო ჩემპიონატის მერვეფინალში ითამაშებენ
თარიღი: ივნისი 28, 2018
28 ივნისს, მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე H ჯგუფის ბოლო შეხვედრები გაიმართა. კოლუმბიის ნაკრები სენეგალს დაუპირიპირდა, იაპონია კი – პოლონეთს.
კოლუმბიამ სენეგალს 74-ე წუთზე იერი მინას მიერ გატანილი გოლის წყალობით, 1:0 მოუგო. ასეთივე ანგარიშით დაამარცა პოლონეთმა იაპონია, ამ შეხვედრაში ერთადერთი გოლი 59-ე წუთზე ბედნარეკმა გაიტანა.
ჯგუფში პირველი ადგილი 6 ქულით კოლუმბიის ნაკრებმა დაიკავა. სენეგალსა და იაპონიას თანაბარი ქულები (4-4) დაუგროვდათ. იქიდან გამომდინარე, რომ სენეგალი და იაპონია ურთიერთშეხვედრებითა და გოლების რაოდენობით თანაბარ სიტუაციაში იყვნენ, ყველაფერი ყვითელმა ბარათებმა გადაწყვიტა. იაპონელებს უფრო ნაკლები ყვითელი ბარათი ჰქონდათ მიღებული, შესაბამისად, ისინი მერვედფინალში გავიდნენ.
იაპონია 0:1 პოლონეთი
სენეგალი 0:1 კოლუმბია