ხორხე სამპაოლის წინასამატჩო პრესკონფერენცია საფრანგეთთან შეხვედრამდე
დღეს არგენტინის ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალში საფრანგეთს დაუპირისპირდება. მეტად პრინციპული მატჩის წინ, ლათინოამერიკელთა მთავარმა მწვრთნელმა, ხორხე სამპაოლიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“ის ფეხბურთელები უნდა გავიდნენ მოედანზე, რომლებიც თამაშის კონტროლის საშუალებას მოგვცემენ. ეს საჭიროა ისეთი მეტოქის წინააღმდეგ, როგორიც საფრანგეთია. ჩვენი ოპონენტები ძალიან სწრაფად გადაადგილდებიან და მაღალ ტემპში ავითარებენ შეტევებს. თუ არ გავაკონტროლებთ მატჩს, მაშინ, მოგვიწევს, ფიზიკურობაზე გავაკეთოთ აქცენტი და ძალისმიერი ფეხბურთი ვითამაშოთ. ეს ჩვენ არ შეგვეფერება. ფრანგთა კონტრ-შეტევები ძალიან საშიში იქნება.
მესი ლიდერია და ამას თანაგუნდელებთან ურთიერთობის დროსაც ამჟღავნებს. მას აქვს ისეთი შესაძლებლობები, რომლებიც მხოლოდ გენიოსებს გააჩნიათ. რთულია, მის დონეზე ახვიდე. როცა მსგავსი სპორტსმენი გყავს, უნცდა იცოდე, როგორ უნდა ითამაშო მასთან ერთად. ამისთვის კი, მუშაობაა აუცილებელი. ზოგ გუნდელს შეუძლია მას აჰყვეს, ზოგი ამას უფრო ნელა აკეთებს,” – ამბობს სამპაოლი.