მორატას “ჩელსის” დატოვება სურს
ლონდონის “ჩელსის” თავდამსხმელ ალვარო მორატას გუნდის გამოცვლა სურს.
ბრიტანული გამოცემა “სანი” იუწყება, რომ ლონდონელებს ესპანელი ფეხბურთელის სანაცვლოდ დაახლოებით 70 მილიონი ფუნტ სტერლინგის მიღება სურთ. კლუბის ხელმძღვანელობა მორატას აგენტს უახლოეს პერიოდში უნდა შეხვდეს.
ალვარო მორატამ ინგლისის პრემიერლიგის გასულ გათამაშებაში 31 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და ექვსი საგოლე გადაცემა მიითვალა. არასტაბილურობის გამო ის ესპანეთის ნაკრების სამუნდიალე განაცხადში არ შეიყვანეს.
შეგახსენებთ, რომ 25 წლის ესპანელი ფეხბურთელი “ჩელსიში” გასული წლის ზაფხულში გადავიდა. მაშინ მორატამ კლუბთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.