გუტი: “რეალს” ვტოვებ, “ბეშიქთაში” ჩემი ახალი სახლი გახდება”
მადრდის “რეალის” ლეგენდამ, გუტიმ, დღეს გამართულ კონფერენციაზე დაადასტურა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც უახლოეს მომავალში “სანტიაგო ბერნაბეუს” დატოვებასა და კარიერის თუქრეთში გაგრძელებას გეგმავს.
“მინდა მადრიდის “რეალს” დიდი მადლობა გადავუხადო. ეს კლუბი ჩემი სახლი იყო მთელი ამ დროის მანძილზე და ძალიან დიდი სიამოვნება მივიღე აქ თამაშით, ისევე როგორც ფეხბურთელის, ასევე მწვრთნელის ამპლუაში მუშაობისას.
რამდენიმე დღეში “ბეშიქთაში” ჩემი ახალი სახლი გახდება, სადაც დამხმარე მწვრთნელის როლს ევასრულებ. მჯერა, რომ იქ პროფეისონალურ ზრდას შევძლებ. კლუბის მადლობელი ვარ იმ სიყვარულისა და რწმენის გამო, რომელიც ჩემდამი გამოხატეს.
მე და ჩემი ოჯახი მოუთმენლად ველით სტამბოლის თავგადასავლებს. წინ შავო არწივო!” – აცხადებს გუტი.