“ჩელსიმ” “იუვენტუსთან” გონსალო იგუაინის ტრანსფერი შეათანხმა
ტურინის “იუვენტუსის” არგენტინელი თავდამსხმელი გონსალო იგუაინი ძალიან ახლოსაა ლონდონის “ჩელსიში” გადასვლასთან. ამ ინფორმაციას იტალიური ჟურნალ-გაზეთები ადასტურებენ.
როგორც იცით, “ბებერ ქალბატონს” ბოლო დროს ძალიან აქტიურად აკავშირებენ კრიშტიან რონალდუსთან, რომელიც ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე მადრიდის “რეალის” დატოვებას გეგმავს. სწორედ ამ სვლით ინება გამოწვეული იგუაინის წასვლა ტურინიდან.
საქმე ის არის, რომ რონალდუს ტრანსფერი იტლაიურ გრანდს 100 მილიონი ევრო უჯდება, “არისტოკრატები” კი მზად არიან 60 მილიონი ევრო გადაიხადონ 30 წლის არგენტინელ თავდამსხმელში.
საინტერესოა, რომ “ჩელსიში” იგუაინის მიყვანა მაურისიო სარის პირად ინტერესებში შედის. სარი და იგუაინი ერთად “ნაპოლიში” მუშაობდნენ.