ფერნანდო ტორესი ახალ კლუბში წარადგინეს
მადრიდის “ატლეტიკოს” ლეგენდა, ფერნანდო ტორესი ამიერიდან “საგან ტოსუს” ღირსებას დაიცავს. ესპანელი თავდამსხმელი თავისუფალი აგენტი იყო და იაპონურ კლუბს უფასოდ შეუერთდა.
ცნობილია, რომ ტორესს წინადადებები აშშ-დან და ავსტრალიიდან ჰქონდა, მაგრამ 34 წლის ფეხბურთელმა იაპონიაში თამაში არჩია.
“საგან ტოსუ ერთ-ერთი პირველი კლუბი იყო, რომელმაც ჩემს მიმართ ინტერესი გამოხატა. მადლობელი ვარ მათი ყურადღებითა და მოთმინებით. აზია ყოველთვის მომწონდა, “საგან ტოსუმ” კი ჩემზე დიდი შთაბეჭდილება დატოვა”, – ციტირებს ტორესის სიტყვებს “ასი”.
Feliz de incorporarme a mi nuevo destino. Sagan Tosu, nos vemos pronto! / Happy to join my new club. See you soon, Sagan Tosu! @saganofficial17 #SaganTosu #JLeague pic.twitter.com/lzLfVBuiaM
— Fernando Torres (@Torres) July 10, 2018
/
Welcome to #sagantosu ?
\#elnino #fernandotorres ?⚪has decided to join us ?⚽
?????More details ?https://t.co/zxDdxmG8CV pic.twitter.com/feG2CKFNsj
— サガン鳥栖公式 (@saganofficial17) July 10, 2018