გრიზმანი კურტუას: “მას ჰგონია, რომ “ჩელსიში” “ბარსელონას” ფეხბურთს თამაშობს?”
საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელი, ანტუან გრიზმანი ბელგიის ნაკრების მეკარის, ტიბო კურტუას მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ნახევარფინალში საფრანგეთმა ბელგია მინიმალური სხვაობით 1:0 დაამარცხა. მატჩის შემდეგ კურტუამ თქვა, რომ ფრანგები ანტი-ფეხბურთს თამაშობდნენ.
“ეს ანტი-ფეხბურთია. მათი თავდამსხმელი საკუთარი კარიდან 30 მეტრში თამაშობდა. საფრანგეთმა კუთხური კარგად გამოიყერება და მის შემდეგ მხოლოდ თავს იცავდა. მერჩივნა ნახევარფინალში ბრაზილიასთან წაგვეგო, ბრაზილიის ნაკრებს ფეხბურთის თამაში მაინც სურდა”, – განაცხადა კურტუამ ფრანგებთან მარცხის შემდეგ.
ბელგიელი მეკარის სიტყვებზე კომენტარი გრიზმანმა 13 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
“ტიბო კურტუას ჰგონია, რომ ის “ჩელსიში” “ბარსელონას” ფეხბურთს თამაშობს? საერთოდ არ მაინტერესებს, მე მხოლოდ ის მინდა, რომ საფრანგეთის ნაკრების მაისურზე მეორე ვარსკვლავი გამოჩნდეს”, – ციტირებს გრიზმანის სიტყვებს “მეტრო”.