ჟოზე მოურინიომ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის ფავორიტი დაასახელა
“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი, რომელიც აქტიურად ადევნებს თვალს მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატს, ფინალში ფავორიტად საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრებს მიიჩნევს.
“ფავორიტი, რა თმა უნდა, საფრანგეთია. თუმცა, ყოველთვის ამბობენ, რომ ფინალს ფავორიტი არ ჰყავს. ასეთ მატჩში ორივე გუნდი აუცილებლად მოსაგებად უნდა გავიდეს. დარწმუნებული ვარ, რომ ხორვატებს ასეთი დამოკიდებულება ექნებათ.
დამატებითი ერთი დღე ფრანგების მარაგში, შესაძლოა, ძალზედ მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს. მაგრამ ხორვატებს ბრწყინვალე გუნდი ჰყავთ – ლუკა მოდრიჩი, მარიო მანძუკიჩი, ივან პერიშიჩი. მათ მოგების ყველანაირი შანსი აქვთ.
ვფიქრობ, რომ თანაბარ თამაშს ვიხილავთ. თამაში თუ გაიხსნება, ხორვატიას ნაკლები შანსი ექნება. მაგრამ მჯერა, რომ ხორვატების მებრძოლი სული ყველაფერს გააკეთებს მოსაგებად,” – აცხადებს მოურინიო.