ფრანგი ფეხბურთელები და ხორვატი ფანები – რა მოხდა ფინალის დასრულების შემდეგ?
15 ივლისს, მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ფინალში საფრანგეთის ნაკრებმა ხორვატია 4:2 დაამარცხა.
მატჩის დასრულების შემდეგ საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელებმა ტრიბუნაზე მყოფ ფრანგ ფანებს დროშები გამოართვეს და მოედანზე სირბილი დაიწყეს. მოულოდნელად, ისინი ტრიბუნის იმ ნაწილთან აღმოჩნდნენ, სადაც ხორვატი გულშემატკივრები ისხდნენ. ხორვატებმა მათ სტვენა დაუწყეს, ფეხბურთელებმა კი მეტოქე გუნდის ფანებს ბოდიში მოუხადეს და ზეიმი მოედნის სხვა ნაწილში განაგრძეს.
რამდენიმე წუთის შემდეგ, ოლივიე ჟირუ და ადილ რამი ისევ ხორვატი ქომაგების ტრიბუნასთან მივიდნენ და მათ ტაში დაუკრეს.
That is a genuinely nice moment: half a dozen #FRA players, led by Adil Rami and Giroud, have taken flags from their fans, and were running around the pitch waving them, wheeling their arms like kids.
— Rory Smith (@RorySmith) July 15, 2018