“რეალმა” “ჩელსისთან” ტიბო კურტუას ტრანსფერის ფასი შეათანხმა
ლონდონის “ჩელსის” კარის დარაჯი, ტიბო კურტუა, შესაძლოა, უახლოეს მომავალში მადრიდის “რეალში” გადაბარგდეს. ამ ინფორმაციას RMC Sport ავრცელებს.
როგორც ცნობილი ხდება, კლუბებს შორის მიმდინარე ხანგრძლივი მოლაპარაკებები კულმინაციას უახლოვდება. მხარეებმა უკვე შეათანხმეს ტრანსფერის ფასი – დაახლოებით 35 მილიონი ევრო. კონტრაქტი კი მინიმუმ ოთხ წელზე იქნება გაწერილი.
შეგახსენებთ, რომ კურტუა “არისტოკრატთა” რიგებში 2011 წლიდან ირიცხება, თუმცა ამ უკანასკნელმა 2011-2014 წლები მადრიდის “ატლეტიკოს” მაისურით გაატარა, სადაც ის განათხოვრებული გახლდათ.