ბონუჩის “მილანში” გაჩერება აღარ უნდა
“მილანის” მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ კლუბის ხელმძღვანელობას ტრანსფერზე დაყენება სთხოვა. SpazioMilan-ის ცნობით, 31 წლის ფეხბურთელი უკმაყოფილოა “როსონერის” გაურკვეველი მომავლითა და ფინანსური ფეარ-პლეის დარღვევისთვის ევროთასებზე მიღებული ორწლიანი დისკვალიფიკაციით.
გავრცელებული ინფორმაციით, ლეონარდო ბონუჩის ინგლისში გადაბარგება სურს, სადაც მის მიმართ დაინტერესებას “მანჩესტერ იუნაიტედი”, “მანჩესტერ სიტი” და ლონდონის “ჩელსი” იჩენენ.
შეგახსენებთ, რომ ბონუჩი “მილანში” ტურინის “იუვენტუსიდან” გასული წლის ზაფხულში გადავიდა. “როსონერიმ” მის სანაცვლოდ 42 მილიონი ევრო გაიღო.